11:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 13:25:13, 472 ნახვა

სამართალი
სასამართლოში აქციაზე დაკავებული პირის, არჩილ მუსელიანცის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს - მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული პირის, არჩილ მუსელიანცის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

სხდომას ბრალდებული არჩილ მუსელიანციც ესწრება, რომელმაც თქვა, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა და მისი უფლებები დაკავების მომენტიდან დაირღვა. კერძოდ, მუსელიანცის თქმით, ის სამართალდამცველებმა მოტყუებით დააკავეს და დაკითხვის ოქმზეც ხელი მოტყუებით მოაწერინეს. მისი თქმით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის და „რეჟიმის პროკურატურასთან თანამშრომლობას“ არ აპირებს.

„დაკავების, დაკითხვის პროცესი იყო უკანონო. დაკავების პროცესი განხორციელდა მოტყუებით, დაკავების დრო იყო სხვა და ოქმში აღნიშნული დრო კი, სხვა. [ასევე ადგილი ჰქონდა] დაკითხვის ოქმებში მოტყუებით ხელმოწერას. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი მუქარა ზეწოლა და ა.შ.

არ ვაპირებ არანაირ თანამშრომლობას რეჟიმის პროკურატურასთან, არც დათმობას. ბრალდებას, რაც წარმიდგინეს არ ვაღიარებ. საპროცესო შეთანხმებაზე ხომ საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა მუსელიანცმა სასამართლო სხდომაზე.

ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებისას სცემეს. ამასთან, ადვოკატის თქმით, მუსელიანცი დაკავების შემდეგ 5 დღე ადვოკატის გარეშე იყო. ადვოკატმა სხდომაზე, ბრალდების მხარის მხრიდან წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ისინი საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული.

„არჩილ მუსელიანცს ედავებიან ცეცხლის წაკიდებას პარლამენტთან დამონტაჟებული კამერაზე.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს. მასზე იყო, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას სთავაზობდნენ გარიგებას, თუ დაადებდა ხელს რომელიმე პოლიტიკოსს, ვინც უხდიდა თანხას, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა, რომ გაეშვათ. აჩვენებდნენ თითქმის ყველა პოლიტიკოსის სურათებს, ესენი არიან არა მთავრობის წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლები. თქვა, რომ ტელეფონში მაჩვენებდნენ სურათებს და შენ დაგვიდე ხელი, ვინ გიხდის თანხასო“, - განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.

რაც შეეხება სამართალდამცველების მხრიდან ფოტოების ჩვენების ნაწილს, როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად იყოს ცნობილი, პროკურორის თქმით, აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics