2025-01-21 19:11:49, 621 ნახვა
საზოგადოება
აქტივისტებმა ქუთაისში მერიასთან საინფორმაციო დერეფანი მოაწყვეს ახალი კანონების წინააღმდეგ
„ჩვენ შენკენ ვართ! დაგვიდექით ახლა გვერდით, რომ ხვალ თქვენი დაჩაგვრა ვერავინ შეძლოს. ხელისუფლება კაბალურ კანონებს იღებს და ამას არავინ უნდა შეეგუოს”, - ქუთაისის მერიასთან აქტივისტებმა სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით, საინფორმაციო დერეფანი მოაწყვეს.
შეკრებილები თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებს პოსტერებით დახვდნენ.
აქტივისტების თქმით, ამ ფორმით ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო მოხელეებს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონების შესახებ, რომელიც მათივე განცხადებით, საფრთხეს ყველა დასაქმებულს უქმნის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,