2025-01-20 18:00:10, 689 ნახვა
სამართალი
თემქის პოლიციასთან აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
18 იანვარს, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.
აკოპოვს 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რომან აკოფოვი 18 იანვარს, თემქის პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 5 პირთან ერთად დააკავეს, 4 მოქალაქე გუშინ გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ ერთ დაკავებულის, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,