|
2025-01-19 17:40:28, 607 ნახვა
მსოფლიო
ნატო და ევროკავშირი კონტინგენტებს ზრდიან კოსოვოში, არჩევნების წინ
ნატო და ევროკავშირი თავიანთ რესურსებს ზრდიან კოსოვოში, 9 თებერვალს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ. დასავლეთის სამხედრო ალიანსი აცხადებს, რომ დამატებით 200 იტალიელ ჯარისკაცს გზავნის, ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი KFOR-ის სამშვიდობო მისიის გასაძლიერებლად - რომელიც კოსოვოში 1999 წლიდან მუშაობს და ამჟამად 4000 სამხედროს ითვლის, უწინდელი 50 000-იანი კონტინგენტისგან განსხვავებით. ევროკავშირი აცხადებს, რომ უკვე ჩამოყალიბდა არჩევნებზე დამკვირვებელი მისია, რომელიც საპარლამენტო კენჭისყრას გაუწევს მეთვალყურეობას. ევროპის პარლამენტის წევრი საფრანგეთიდან, ნატალი ლუასო - რომელიც მისიის ხელმძღვანელად დასახელდა - ამბობს, რომ არჩევნებზე გაიგზავნება 100 დამკვირვებელი, რაც ხაზს უსვამს "ევროკავშირის მხრიდან კოსოვოს უწყვეტ მხარდაჭერას, დემოკრატიული მმართველობის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით". არჩევნებს ბევრი აღიქვამს გამოცდად პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის და მისი მმართველი პარტიის ძალისთვის, იმ ფონზე, როცა კოსოვოში დაძაბულობა მაღალი რჩება ეთნიკურ სერბთა უმცირესობასთან და მეზობელი სერბეთის მთავრობასთან. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა - ათწლეულის შემდეგ ომიდან ეთნიკური ალბანელების და სერბების ძალებს შორის, რომელიც დასრულდა ნატოს 78-დღიანი საჰაერო კამპანიით. სერბთა ძალები განდევნილ იქნა და ადგილზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალები განთავსდნენ. კონფლიქტს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად კოსოვოელი ეთნიკური ალბანელები. კოსოვოს რამდენიმე რეგიონში ეთნიკური სერბები წარმოადგენენ უმრავლესობას, დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია. სერბეთს არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა. ბოლო წლებში ეთნიკურ დაძაბულობას კოსოვოში რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა.
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)