15:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 16:55:26, 337 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს

ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის მოსმენა და მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბიზნესმენებთან ძალიან საინტერესო და საჭირო შეხვედრა შედგა.

„ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი არაცნობადი სახე იყოს ასეთ შეხვედრებზე",- განაცხადა პრემიერმა.

შეხვედრაზე დაისვა ადმინისტრაციული და საგადასახადო, ასევე - ფინანსებზე წვდომის გამარტივების საკითხები.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხო რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოგების გადასახადის გაუქმება და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება.

„შევეცდებით, მაქსიმალური აქცენტი გავაკეთოთ მცირე მეწარმეებზე, რადგან დასაქმების ეფექტი ასეთ საწარმოებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გარკვეულ შეღავათებზე და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, აუცილებლად შეიქმნება მუდმივმოქმედი წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც ამ სექტორის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს მუდმივ რეჟიმში სახელმწიფოსთან მოიტანს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ წინადადებებს მოვუსმენთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics