2025-01-17 03:43:50, 561 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ვაშინგტონში ჩავიდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.
პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად "რესბუბლიკელმა" კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,