2025-01-17 00:37:50, 444 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - ქართული ოცნების მჩაგვრელი ტაქტიკა ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს
"მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობას -", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"მკაცრად ვგმობთ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას. ეს "ქართული ოცნების" მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს", - წერს მილერი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,