|
2025-01-16 20:47:30, 469 ნახვა
საზოგადოება
თავისუფლება მზია ამაღლობელს! – მედიის წარმომადგენლების აქცია და პროტესტი გრძელდება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტებმა აქცია გამართეს, სადაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. აქციაზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბანერებით გამოვიდნენ და ამაღლობელის გათავისუფლების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის „ხალხისთვის დაბრუნებას“ და პირდაპირ ეთერში მუშაობის შესაძლებლობას ითხოვდნენ. მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მსვლელობით გადაინაცვლებენ და მას კიდევ ერთი აქცია შეუერთდებათ, სადაც მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი უკვე 51-ე დღეა მიმდინარეობს. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის კვლავ დააკავეს, რის შედეგადაც პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა. ჟურნალისტები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ასეთი ქმედებები მედიას დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მოქალაქეთა უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
#თავისუფლებამზიას
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)