20:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 19:06:45, 386 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

პრემიერმინისტრი, დელეგაციას დეტალურად ესაუბრა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და პროცესის მართვის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სისტემის საბოტაჟის მცდელობაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტების მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics