15:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 16:52:41, 2642 ნახვა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველო 2025 წელს არ იღებს მონაწილეობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში .ინფორმაცია "ექსპრესსნიუსს"   მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, მათივე განმარტებით, ამ დრომდე მოსაწვევი არ მიუღიათ და მიწვევისმიუხედავად დასწრებას ვეღარ შეძლებენ რადგან, კონფერენცია რამდენიმე დღეშია და პრესსამსახურის განმარტებით მთავრობას სხვა გეგმებიაქვს. 

"ამ დრომდე მოსული არ არის მოსაწვევი, რამდენიმე დღეშია და ჩვენ ამასობაში სხვა რაღაცეები გვაქვს დაგეგმილი", ამბობენ მთავრობის პრესსამსახურში. 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია იქნება პირველი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები არ დაესწრებიან.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველო ასევე მონაწილეობას არ მიიღებს დავოსის ეკონომიკური ფორუმში, რომელიც 20-24 იანვარს ტარდება შვეიცარიაში და მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

მონაწილეთა შორის არიან საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი. ასევე; აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (დისტანციურად).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics