20:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 15:08:54, 682 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო „გაზპრომთან“ ძველი კონტრაქტის პირობებში რჩება

საქართველო „გაზპრომთან“  წლების განმავლობაში არსებული  კონტრაქტის პირობებში რჩება,  რაც ნედლეულის სახით 10 %  ბუნებრივი აირის მიღებას გულისხმობს.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში  „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებას, შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული. ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ  ბოლო ჩვენი შეთავაზება, გაგაცნობთ შეთავაზების პირობებს, რომელიც იქნა ქართული მხარისგან  გაჟღერებული, ეს არის - დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ 10% მივიღოთ ნედლეულის სახით ბუნებრივი აირი “,- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ "გაზპრომისგან"  დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიღება  ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს:

„საქართველო  მომავალი წლების განმავლობაში იქნება   უზრუნველყოფილი იმ ბუნებრივი აირით, რაც იქნა დღეს გაჟღერებული. შემუშავებული იქნა სპეციალური ფორმულა, რომლის მიხედვითაც მოხდება ფასების დარეგულირება  იმის მიხედვით, თუ რა ფასები იქნება  ნავთობზე მსოფლიო ბაზარზე და შესაბამისად იქნება წარმოდგენილი ფასები  ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“ შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს მოაწერეს ხელი.

დღესვე, „ გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ „კორპორაციას“ და შპს „ სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს. ასეევ ხელი მოეწერა „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე“ „არნსკ“-ს და „კორპორაციას“ შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

„ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება „სოკარიდან“ შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.

საქართველო ბუნებრივი აირის დამეტებით მოცულობებს სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად, აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა.

გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა“, - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics