20:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 13:04:51, 313 ნახვა

პოლიტიკა
PACE-ს დელეგაცია კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ხვდება

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებში პრიორიტეტული საკითხები კვლავ არჩევნების გაყალბება და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევაა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. მისი თქმით, დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვიზიტის მიზანი არა ხელისუფლების ლეგიტიმაცია, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულებების შეგროვებაა. „ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა განაცხადეს, რომ მათთვის მთავარი ამოცანა იქნება ადამიანის უფლებების დარღვევების და რეპრესიული პოლიტიკის დამტკიცება, რის გამოც ისინი შეხვდებიან დაკავებულებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ“, - აღნიშნა ბოკუჩავამ. PACE-ის წევრები უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებებისათვის“ წევრებს, რომლებმაც, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, არჩევნების შედეგებზე და ხელისუფლების ზომებზე ისაუბრეს.

ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დელეგაციას საპროტესტო აქციებზე, პოლიციის უპასუხისმგებლობაზე და რეპრესიებზე ინფორმაცია მიაწოდეს. მისი განმარტებით, ამ პროტესტის დასასრულებლად აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ამ დროისთვის, PACE-ს დელეგაცია კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ხვდება, და მათი შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics