01:58 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 12:43:42, 415 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები.შსს მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს, აქციის  მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა სექტორის წევრებთან, ასევე, სახალხო დამცველთან.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით მზაობა გამოხატეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics