20:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 11:44:16, 334 ნახვა

პოლიტიკა
მიხაილ როთი - ერთადერთი შანსი, რომ დაიბრუნოთ ნდობა და რწმენა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებია

ვხედავ ნდობის და რწმენის უზარმაზარ ნაკლებობას თქვენი ქვეყნის მიმართ და ერთადერთი შანსი, რომ დაიბრუნოთ ნდობა და რწმენა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმები სამარცხვინოა.

„სამწუხაროდ, თქვენს ქვეყანაში სიტუაცია უარესდება, თავდასხმები ოპოზიციის ლიდერზე, სამოქალაქო აქტივისტებზე. ადამიანები თქვენს ქვეყანაში დემონსტრაციებს აწყობენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ევროპული ფასეულობებისთვის, მაგრამ პოლიცია სცემს მათ. ეს სამარცხვინოა, ამას არაფერი აქვს საერთო სტაბილურ დემოკრატიასთან, დაპირისპირება პარტიებს შორის, პარლამენტში, მთავრობაში, ზოგჯერ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის დემოკრატიის არსია, მაგრამ მშვიდობიანად, ზეწოლის, დამცირების, ძალადობის გარეშე. ცხადია, რეჟიმის სტრატეგიას წარმოადგენს ის, რომ ზეწოლა მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, კრიტიკულ ხმებზე, საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიაზე, ჟურნალისტებზე და ეს სამარცხვინოა“, - აღნიშნა როთმა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის.

„ამიტომ ვერ ავარიდებთ თავს, ამიტომ უნდა მივადევნოთ თვალი ამ ქვეყანას, რადგან თუკი თქვენ დამარცხდებით, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, რუსული იმპერიალიზმი გაიმარჯვებს და ეს არის უდიდესი საფრთხე არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. თუ საქართველო დამარცხება, სომხეთიც დამარცხდება, თუ საქართველო და სომხეთი დამარცხდებიან, მოლდოვაც დამარცხდება. ასე რომ, ყველა ეს ქვეყანა დაკავშირებულია და ყველა ეს პრობლემა და გამოწვევა დაკავშირებულია. სწორედ ამიტომ ველოდები ევროკავშირისგან მეტ ჩართულობას“, - აღნიშნა როთმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics