15:57 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 13:41:57, 412 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: არანაირი კითხვა საქართველოს რეფორმების წარმატებაში არ არსებობს

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არანაირი კითხვა დღეს საქართველოს რეფორმების წარმატებაში არ არსებობს.

როგორც ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,  ასევე არ არსებობს კითხვები, ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესაბამისად განხორციელებული რეფორმების გარშემო.

„არსებობს სრული მხარდაჭერა იმ პროცესებისადმი, რასაც საქართველო ახორციელებს. არსებობს ძალიან პოზიტიური შეფასება ყველა მიმდინარე რეფორმის და განხორციელებული ღონისძების. რა თქმა უნდა, არ არსებობს კითხვები, ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესაბამისად განხორციელებული რეფორმების გარშემო. ასევე. საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ბრიუსელში გადაწყდა, რომ კომისია წარადგენს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ევრკავშირის საბჭოში და შემდგომ უკვე დაიწყება მისი განხილვა, რომელსაც ჭირდება საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის პარლამენტის გადწყვტილება და ასევე წევრი ქვეყნების თანხმობა. ეს გადაწყდა,  რომ იქნებოდ უახლოეს კვირებში. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს დღეებში განხორციელდება. ეს არ ნიშნავას იმას, რომ საკანონდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ პროცესი მეორე დღეს დასრულდება,  განხილვებმა შეიძლება რამდენიმე თვე გასტანოს. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და შესაბამისად მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ საკანონმდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ მეორე დღესვე მოხდება ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამომდინარე ქიდან, რომ არ არსებობს არანაირი კითხვა საქართველოში განხორციელებული რეფორმებისადმი და შესაბამისად საქართველოს მზადყოფნისადმი, რომ იყოს სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის,უვიზო მიმისვლის და ურთიერთობების კუთხით, ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც საბჭოს მიერ იქნება მიღებული მოკლე ვადებში. არანაირი პოლიტიკური, თუ სხვა ტიპის რეფორმებზე, თუ ცვლილებებზე კითხვები არ ისმის. ევროპულ ქვეყნებში და სტრუქტურებში. განსაკუთრებით როცა ჩვენ ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციაზე, არსებობს მხოლოდ ერთი ძალიან პოზიტიური შეფასება ყველა იმ რეფომის და პროცესის რომელიც ხორციელდება საქართველიოში კითხვები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ არსებობს“, - განაცახდა ჯანელიძემ  და დასძინა, რომ ალბათ, უახლოეს დღეებში მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics