|
2025-01-15 14:31:41, 340 ნახვა
პოლიტიკა
ზურა გირჩი ჯაფარიძე - ოპოზიცია ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს, სადაც თავს მოიყრის ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში მონაწილეობს
ოპოზიცია ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს, სადაც თავს მოიყრის ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში მონაწილეობას იღებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შევთანხმდით, რომ გავაკეთოთ ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოვუყრით ყველა იმ მოსამართლეს, პროკურორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ცრუ მოწმეებს პოლიციელების სახით, რომლებიც ახლა მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში და ამ ბაზაზე დაფუძნებით გვინდა მერე რაღაცების გაკეთება. მაგრამ ჯერ გვინდა ბაზაზე შეჯერება, რადგან ყველას ცალ-ცალკე ბაზა გვაქვს და გვინდა ერთიანი გავაკეთოთ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ. ამასთან, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი არჩევნებს ჩატარების ადმინისტრირებას შეეხებოდა. „ერთ-ერთი საკითხი არის, ის როდესაც დადგება მომენტი, რომ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ არ დაგვემართოს იგივე, როგორც დაგვემართა 26 ოქტომბერს, რომ ეს არჩევნები მართლა იყოს სამართლიანი. ამ საკითხზე ვერსიები განვიხილეთ,“ - აღნიშნა მან.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)