09:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 13:13:23, 573 ნახვა

საზოგადოება
თამარ სანიკიძე: სკოლები საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლებას 2017-2018 წლიდან დაიწყებენ

„ეს საკითხი  უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, საჯარო სკოლებმა, ეროვნულმა აკადემიამ განიხილა და არსად არ არის მითითება, რომ ტექსტში რაიმე დისკრიმინაციულს შეიძლება ჰქონდეს ადგილი“,-ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საგნის „მე და საზოგადოება“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

სანიკიძის თქმით, ამ დროისთვის რეკომენდაციები მუშავდება, რომლის პროცესიც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.

ახალი საგანი ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2017- 2018 წლებისთვის შევა.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, მითუმეტეს, როდესაც საუბრობ ახალგაზრდებზე, სკოლის მოსწავლეებსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ბენეფიციარი არის საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, მართლაც იყოს შეჯერებული და ჩამოყალიბებული პროცესი. შეჯერებული და ჩამოყალიბებული პროცესი ვერ იქნებოდა თუ არ იქნებოდა შესაბამისი არგუმენტაცია რატომ ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებ, რამდენად საჭიროა. ჩვენ ვიცით, რომ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვიხილავდით იმ კვლევის შედეგებს, მათ შორის სავალალო შედეგებს, რომელიც გვქონდა ამ კუთხით და ახალგაზრდებთან მიმართებაში ასე ვთქვათ, წარმოდგენილი. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შედარებითი ანალიზი,  რამაც გვაფიქრებინა, რომ გარკვეულ საკითხებზე უმჯობესია, აქცენტი გაკეთდეს სწავლების ასეთი სტრუქტურით და არ დავრჩეთ იმ სტრუქტურით, რომლითაც ისწავლება დღეს ეს საკითხები ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში. ამიტომ არაერთი განხილვა, არაერთ ფორმატში, ანალიზი და ბოლოს მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენ გარე რეფერირებაც კი ჩავატარეთ, წერილობითი, რეცენზიული სახის სხვადასხვა დაწესებულებიდან და ორგანიზაციიდან. ამ მომენტისათვის მუშავდება მიღებული რეკომენდაციები. დამერწმუნეთ, არც ერთ რეკომენდაციაში და ეს საკითხი განიხილა როგორც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და საჯარო სკოლებმა, ასევე ეროვნულმა აკადემიამ, არსად არ არის მითითება იმაზე, რომ ტექსტში რაიმე დისკრიმინაციულს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ანუ ის მომენტი რაზედაც ამდენი ხანი ეს ადამიანები აპელირებდნენ. მეორე კუთხით რომ შევხედოთ, არის პროფესიონალური რეკომენდაციები რომელსაც, მე ვფიქრობ , რომ დავამუშავებთ და საბოლოო ვერსიაში ავსახავთ. ალბათ დაახლოებით ერთი კვირის სამუშაო გვექნება, რომ საბოლოო სურათი დავდოთ და ვთქვათ, რას  საჭიროებს თუ არა მეთოდური და პროფესიონალური თვალსაზრისით ამ საგნის გადამუშავება. ამის შემდეგ იწყება ის პროცესი, რომელიც თან ახლავს ახალი საგნის შემოტანას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადება, მეთოდური მასალის შემუშავება და ა.შ. პროცესები იქნება გახსნილი, ისევე როგორ იყო სტანდარტის შემუშავების დროს, ყველას ექნება საშუალება, დააკვირდეს პროცესებს და მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ,  გავითვალისწინოთ პროფესიონალური და საჭირო რეკომენდაციები, რომელიც საგნისა და ამ პროცესის უკეთესად წარმართვასთან იქნება დაკავაშირებული. ჩვენ თავიდანვე გვქონდა გეგმაში, რომ ახალი საგანი  შევიდოდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და სკოლები დაიწყებენ ამის სწავლებას 2017–2018 აკადემიური წლიდან და არა 2016–2017 აკადემიური წლიდან. ,ანუ ამ წლის სექტემბრიდან. 2016 წლიდან ამ საგნის სწავლების დაწყება პრაქტიკულად გამორიცხული იყო და ამის ამბიცია არც არავის არ ჰქონდა, რეალურად, ეს 2017–2018 წლისთვის სასვებით შესაძლებელია თავისი მასწვალებლის გადამზადების კომპონენტის გათვალისწინებით“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics