|
2016-03-04 13:11:41, 592 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში ჩინელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიაში ჩინელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი, ირაკლი ლექვინაძე, ასევე საკრებულოს დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო. ჩინურმა მხარემ ინვესტიციის განხორციელების ინტერესი გამოხატა საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების მშენებლობისა და წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის კუთხით. „განვიხილეთ მეტად საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ვფიქრობთ, რომ განვახორციელებთ ერთობლივი ძალებით. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა, ესტაკადები, რაც წაადგება ჩვენს ქალაქს სატრანსპორტო კვანძების დარეგულირებაში. ჩვენ განვიხილავთ თითოეულ წინადადებას“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)