15:45 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 10:06:58, 427 ნახვა

მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაგვიგეგმავს

ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ირანი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ „არა“.

„არა. ჩვენ ეს არასდროს გვიცდია და ამას არც არასდროს გავაკეთებთ. ირანს ვინმეს მკვლელობა არასდროს უცდია და დაუგეგმავს. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზად არის.

„პრობლემას დიალოგი არ წარმოადგენს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ რის შესახებაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და არა პრობლემების მოგვარებას“, - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics