|
2025-01-15 08:22:26, 413 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ
"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიკიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა და გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიტიკოსს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა. "მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა", - აღნიშნა ექიმმა თაკო შანთაძემ. თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს "ქართულ ოცნებას". "ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ, რამხელა შეცდომა დაუშვით "ქართული ოცნება". დანდობა არ იქნება, გპირდებით! საქართველოს პროკურატურა, 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი, დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ! ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად !", - წერს მეზვრიშვილი. მეზვრიშვილის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა" "ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარა ხომ გახსოვთ გახარია მიმართ? დღეს ეს იყო პირადად ივანიშვილი. პასუხისმგებლობაც არის პირველ რიგში ივანიშვილის. ბიძინას შიში რომ გახარიას ჰქონოდა, პოლიტიკაში არ დარჩებოდა. უდიდესი შეცდომა დაუშვა. უდიდესი". ამასთან, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე "მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს" და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს. "ერთი მტკიცებულება მაინც რომ დამხვდეს განადგურებული, ცუდად იქნება. კამერები, ანაბეჭდები და ა.შ.! ვურეკავ აჭარის ა/რ პროკურორს. არ მპასუხობს. შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს", - წერს მეზვრიშვილი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)