16:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 21:38:46, 363 ნახვა

სამართალი
ბათუმში საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში, 14 იანვარს, სასამართლომ აქტივისტებისა და ჟურნალისტების საქმეზე გადაწყვეტილებები მიიღო. მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდა აქტივისტებს – ლუკა ნაცვლიშვილსა და ელიზბარ ჩხიკვაძეს. ისინი 13 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

დღესვე, პარტია „დროას“ აქტივისტის შუშანა მაცაბერიძისა და მოქალაქე გიორგი კაკალაძის სასამართლოც გაიმართა. სასამართლომ გიორგი კაკალაძეს 10-დღიანი პატიმრობა, შუშანა მაცაბერიძეს კი 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე პროცესზე 8-დღიან პატიმრობაში დატოვეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლევან ხორავა.

სასამართლომ ასევე 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა „ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, მითითებით.

დაკავებულებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მოსამართლის გადაწყვეტილებები მძიმე შეფასებებს იწვევს. აქტივისტები სასამართლო პროცესებს „უსამართლოს“ უწოდებენ:

„მოსამართლეები წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასრულებენ. ისინი რეჟიმის დავალებებს ემორჩილებიან,“ – განაცხადა აქტივისტმა ლარა ქარცივაძემ.

სასამართლო პროცესებზე ისმოდა შეძახილები: „მონებო“, „რუსებო“, ხოლო დაკავებულთა წინააღმდეგ პოლიციის მოწმეები იდენტურ ჩვენებებს იძლეოდნენ, რასაც საქმეში არსებული მტკიცებულებები ეწინააღმდეგებოდა.

ამავე დღეს, სასამართლომ ორთვიან პატიმრობაში დატოვა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 11 იანვარს დააკავეს.

საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 11-13 იანვარს ბათუმში გაიმართა, პოლიციამ საერთო ჯამში 20 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics