|
2025-01-14 16:44:28, 463 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის
როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის - სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი გულისხმობს ამას: - არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას. ვოლსკის შეფასებით, „აქ არ არის ხელის ჩვეულებრივი დარტყმა ან ფიზიკური შეხება ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის მიმართ“. „არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდა და ისეთი ატმისფერო შექმნას, რაც ქვეყნის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას უპირისპირდება. ისეთი ტენდენციის გაგრძელებას, როგორიცაა პოლიციისთვის პიროტექნიკის სროლა, ხელის გარტყმა თუ ქვის დაშენა, მარტო სამართლებრივი ასპექტი არ ახასიათებს. სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი სწორედ ამას გულისხმობს: - არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს! ეს ადამიანი ერთ-ერთი ლიდერია, ვისაც ასეთი პროცესების განვითარებაში მიუძღვის წვლილი. ადამიანის მიმართ რაიმე ზომის გატარება ჩემზე მორალურად ძალიან მოქმედებს, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ეს არ არის კონკრეტული ადამიანის დანაშაული კონკრეტული ადამიანის მიმართ. ზოგადად, ეს არის სერიოზული საფრთხის შემცველი ქმედებები საზოგადოების მიმართ. ვისურვებდი, არ იყოს იმის აუცილებლობა, რომ ვინმე დააკავონ და პატიმრობა შეუფარდონ, მაგრამ სახელმწიფო ასეა მოწყობილი - როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთი ბრუტალური დაპირისპირება მიმდინარეობს, იქნება ეს პიროტექნიკის სროლა, ქვების დაშენა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა თუ პოლიციელის განზრახ შეურაცხყოფა, რათა ამან დესტაბილიზაციის ფორმები შეიძინოს, რა საკვირველია, სახელმწიფოს ამაზე რეაგირება მართებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)