16:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 09:38:57, 366 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს.

"საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ". - ამბობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი.

ამასთან, ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ "დრაკონული კანონი შემოიღო, რომელიც პოლიციას, მათ შორის, სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთის მიზნით პრევენციული დაკავების უფლებას აძლევს".

"კანონები ფაქტობრივად პროტესტის სიმბოლური აქტების კრიმინალიზებასაც კი ახდენს, როგორიცაა სტიკერების გაკვრა საჯარო შენობებზე. ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი დემონსტეანტების მიზანში ამოსაღებად და მათი ხმების ჩასახშობად". - ამბობს კრივოშეევი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics