|
2025-01-13 22:37:40, 613 ნახვა
სამართალი
ბათუმში აქციის სამ მონაწილეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ერთი 200 ლარით დააჯარიმეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 იანვარს ბათუმში აქციის დროს დაკავებული პირების 3 პირს 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. განიხილება კიდევ ორი აქციაზე დაკავებული პირის საქმე. პატიმრობა შეეფარდათ მათე ცენტერაძეს, ბათუმელ სტუდენტსა და ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საპროტესტო აქციის მონაწილეს, გოდერძის ფრანგიშვილს და ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს, თემურ ქათამაძეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილე თათია აბულაძე პოლიციელზე სტიკერის მიკვრისთვის – „იფიცება საქართველო”. „პოლიციელებს ეძახდა: „რუსების მონებო“, „ღორებო“, „ძაღლებო“- ჩაიკითხა ოქმის ჩანაწერი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სასამართლო დარბაზში, სადაც სკამების დიდი ნაწილი დღეს პოლიციელებმა დაიკავეს. 11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. იმავე დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)