01:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 15:53:29, 318 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონი ევრო გამოუყო, - ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

„ვინაიდან რუსეთის აგრესიული ომი აგრძელებს უკრაინის განადგურებას, გადაუდებელი დახმარება, დაახლოებით, 12.7 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. ევროკომისიის ახალი დაფინანსება გამოყენებული იქნება სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და უკრაინის ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად. 148 მილიონი ევროს ახალი დაფინანსება გააგრძელებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარების მხარდაჭერას როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომისიის ცნობით, უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის 140 მილიონი ევროა გამოყოფილი. დაფინანსება მიმართული იქნება გადაუდებელი დახმარებისთვის, მათ შორის საკვების, თავშესაფრის, სუფთა წყლის, ჯანდაცვისა და ზამთრის პერიოდში დაცვის უზრუნველყოფაზე. ძირითადი პრიორიტეტებია მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ომით დაზარალებულ რეგიონებში.

ამასთან, მოლდოვაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის 8 მილიონი ევროა გამოყოფილი. მხარდაჭერა ფოკუსირებული იქნება უკრაინელი ლტოლვილებისა და მოლდოვური მასპინძელი თემების დახმარებაზე, ასევე ისეთ კრიტიკულ სერვისებზე წვდომაზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა.

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ დახმარების აღნიშნული პაკეტით მათ მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების საერთო ღირებულება 1.1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics