|
2016-03-04 11:28:44, 636 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი ებანოიძე დასახელდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ებანოიძის კანდიდატურა წარადგინა. მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას, სწორედ გიორგი ებანოიძე ასრულებდა, რომელიც ამავე დროს სამოქალაქო კოლეგიის ხელმძღვანელია. ამავე თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ საბჭოს წინა სხდომაზე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე წარადგინა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებს. ცნობისთვის, ვახტანგ მჭედლიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით არის წარდგენილი. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ოფიციალურ მიზეზად მენეჯმენტში არსებული პრობლემები დასახელდა. სხდომას თავად მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა. სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური. თავად მამუკა ახვლედიანმა საქალაქო სასამართლოს განჩინებით მიმართა, რომ იუსტიციის საბჭომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი შეაჩეროს, თუმცა სასამართლომ მამუკა ახვლედიანის ეს განჩინება არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)