|
2025-01-13 01:06:14, 566 ნახვა
სამართალი
შსს-ს ცნობით, ბელიაშვილის ქუჩაზე გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ცხრა პირია დაკავებული
„ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ცხრა პირია დაკავებული, – ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს. რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი რესტორანში მისულ მოსამართლეებს შეძახილებით დახვდნენ. დაპირისპირება მოხდა მას შემდეგაც, რაც რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი დატოვა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი. მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული. „ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული - 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთი მხოლოდ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. დაკავებულია რვა ადამიანი“, - განაცხადა დგებუაძემ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)