|
2025-01-11 18:59:39, 450 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ, საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირის მიმართ პატიმრობის ღონისძიება ძალაში დატოვა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეზოში შეკრებილი საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი გახდა და ხმაური მოჰყვა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ მოითხოვა პატიმრობის შენარჩუნება, როგორც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. პროკურორების განცხადებით, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ გამოძიების ვადა გაგრძელდა და ჩასატარებელია დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები. ადვოკატებმა მოსამართლის წინაშე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვერ მოასწრეს, რადგან მათ და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი პროტესტი დარბაზის გადატვირთულობასა და არასათანადო პირობებს უკავშირდებოდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელიც 21 წლამდე პირია, სხდომის მიმდინარეობისას უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა. მიუხედავად ადვოკატების არაერთი შუამდგომლობისა, მოსამართლემ სხდომის სხვა, უფრო დიდი დარბაზში გადატანა არ დააკმაყოფილა. პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, სასამართლომ ხუთი დაკავებულისთვის სახაზინო ადვოკატები დანიშნა, რომლებმაც პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და დაკავებულების პატიმრობის გარეშე დატოვება მოითხოვეს. დაკავებულებიდან ოთხი – ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი – 21 წლამდე პირები არიან, ხოლო ინსაფ ალიევი ქართული ენის მცოდნე არ არის, რაც მათ სავალდებულო დაცვის ქვეშ აქცევს. ბრალდებები და სასჯელის პერსპექტივა: • ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. • გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი ბრალდებულები არიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ფონზე, დაკავებულების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სამართალდამცავი უწყებების მიმართ მკაცრ კრიტიკას გამოთქვამენ. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არაადამიანური მოპყრობისა და მათი უფლებების შელახვის მაგალითია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)