|
2025-01-11 18:52:09, 470 ნახვა
სამართალი
ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში – დაპირისპირება მანდატურებსა და მოქალაქეებს შორი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა მანდატურებსა და სინდისის პატიმრების მხარდამჭერ მოქალაქეებს შორის. დაცვის სამსახურის თანამშრომლები სასამართლოს ფოიედან პროტესტის მონაწილეებს აძევებდნენ, რამაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.
ერთ-ერთი მოქალაქე მანდატურებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.
სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი ცოტახნისწინ განახლდა. მანამდე კი სასამართლომ სახაზინო ადვოკატები გამოიძახა, რომლებიც დაკავებულთა საქმეებს დერეფნებში სწავლობდნენ. პროტესტის ნიშნად დაკავებულებმა და მათმა ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, რამაც პროცესში სახაზინო ადვოკატების ჩართვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის ოთხი 21 წლამდე ახალგაზრდაა – ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი. კიდევ ერთი ბრალდებული, ინსაფ ალიევი, ქართული ენის მცოდნე არ არის, რაც ადვოკატის გარეშე პროცესის წარმართვას შეუძლებელს ხდის. დაკავებულთა მხარდამჭერები სასამართლოს მიმართ კრიტიკას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ პროცესზე კანონის უხეში დარღვევები ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)