|
2025-01-11 11:08:51, 693 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო პროცესი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით საქმეების განხილვა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს საკითხს, ამჟამად ციხეში მყოფმა პირებმა მიიღონ თუ არა სასჯელის შემსუბუქება. ბრალდებულები, რომლებიც ჯგუფურ ძალადობაში არიან ეჭვმიტანილი, არ აღიარებენ ბრალდებას. მათ შორის არიან: ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი. პროკურატურა მათ შორის სამი პირის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას იწვევს. დანარჩენებს ედავებიან ძალადობაში მონაწილეობას. დაცვის მხარე ითხოვს, რომ ბრალდებულები პატიმრობის გარეშე დატოვონ, თუმცა სასამართლო განიხილავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს. სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები აქტიურად ადევნებენ თვალყურს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)