|
2025-01-10 18:27:00, 743 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად დავით დოიაშვილი იმყოფება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო მიმდინარეობს. პროცესს რეჟისორი დავით დოიაშვილიც ესწრება. მისი თქმით, ვერდიქტის შესახებ პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერანაირ ლოგიკას ვეღარ უკავშირებს. „მოლოდინი არ მაქვს, რადგან ლოგიკას ვეღარ მივყვები. ამათ აღარ აქვთ ლოგიკა. რასაც დღეს მოსამართლე გადაწყვეტს, ეს იქნება მათი განაჩენი და არა ამ ბიჭების. ვნახოთ, თუ გადაირჩენენ თავს, გადაირჩენენ, თუ არა – გააგრძელებენ იმავე მდგომარეობაში ყოფნას,“ – აღნიშნა დოიაშვილმა. რეჟისორის განცხადებით, მისი სურვილია, იცხოვროს ნორმალურ, მშვიდ და დალაგებულ სახელმწიფოში, თუმცა, მისი შეფასებით, არსებული რეალობა ამისგან სრულიად განსხვავებულია. „აქ არ უნდა ვიყო. აქ ვარ იმიტომ, რომ ყველაფერი ხდება პირიქით. ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ პატიმრობაში. ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ,“ – განაცხადა მან. სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ვერდიქტის გამოსატანად დრო აიღო. სინდისის პატიმრები და მათი მხარდამჭერები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)