|
2025-01-10 17:23:16, 523 ნახვა
სამართალი
ადვოკატების მოთხოვნა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე არ დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ანდრო ჭიჭინაძისა და სისხლის სამართლის წესით დაკავებული კიდევ 10 ადამიანის პატიმრობაზე მსჯელობდნენ, ადვოკატებმა (ერთის გარდა) მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, მათი მოთხოვნა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა. სასამართლო დღეს სისხლის სამართლის წესით დაკავებული მხოლოდ 11 ადამიანის პატიმრობის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის ) საკითხს განიხილავდა, წინასასამართლო სხდომა 5 მარტამდე გადაიდო. დაკავებულების საქმეები ერთ წარმოებად არის გაერთიანებული, რასაც ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ხელოვნურს უწოდებს სასამართლოს ეზოში სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მოქალაქეები, ბიზნესმენები და დაკავებულთა ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)