|
2016-03-03 22:45:48, 398 ნახვა
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: ვისაუბრეთ ორპარტიულ შეთანხმებაზე, დეტალები მალე გახდება ცნობილი
“ჩვენ გავცვალეთ აზრები, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები და ვაგრძელებთ მუშაობას მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარტიის წევრებსა და პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე “რესპუბლიკელებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ორ პარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომლის დეტალებიც მალე გახდება ცნობილი: „ამ მონკრეტულ შეხვედრაზე, სადაც პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ მომავალი თავმჯდომარეს შევხვდით, საუბარი იყო იმ საკითხებზე, რა საკითხებთან დაკავშირებითაც დღეს შეკითხვები გაჩნდა. ჩვენ გავცვალეთ აზრები, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები და ვაგრძელებთ მუშაობას მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში. დღეს დავიწყეთ საუბარი ორ პარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ძალიან მალე ამ შეთანხმების დეტალებზეც გახდება ცნობილი. ჩვენ დღეს ვართ კოალიციური პარტნიორები. დღეს კი სამომავლო შეთანხმებაზე ვისაუბრეთ, რაც გულისხმობს სამომავლოდ ყველა ტიპის საკითხზე წინასწარ შეთანხმებას”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. ცნობისთვის, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით შედგა. პრემიერ-მინისტრი კოალიციაში, "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მხარეებს მოუწოდა სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)