|
2016-03-03 22:37:50, 434 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: კოალიციის დაშლაზე საუბარი არ ყოფილა
„შეხვედრაზე კოალიციის არანაირ დაშლაზე საუბარი არ ყოფილა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიისა“ და პრემიერის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე - დარჩება თუ არა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, უსუფაშვილმა ასე უპასუხა: „მე გეუბნებით სტრატეგიულ თანამშრომლობაში ვართ და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ვისაუბრეთ და მეკითხებით ვინმე დარჩება თუ წავა თანამდებობიდან? ეს არარელევანტურია. კოალიციის არანაირ დაშლაზე არ იყო საუბარი კოალიციაში, შესაძლო ცვლილებებზე პრემიერმა თავის განცხადებაშიც ისაუბრა. პრემიერი საუბრობდა იმ შესაძლო და საჭირო ცვლილებებზე, რაც შეიძლება მოიტანოს შემდგომმა პროცესმა, მაგრამ ჩვენ შევჯერდით, რომ ამ თემაზე „რესპუბლიკელები“ და პარტია „ქართული ოცნება“ პრემიერთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ წავალთ და არა რაიმე სხვა, პირიქით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით შედგა. პრემიერ-მინისტრი კოალიციაში, "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მხარეებს მოუწოდა სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)