|
2016-03-03 22:03:58, 593 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში რჩება
„კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ „რესპუბლიკური პარტია“, პარტია „ქართული ოცნება“ ვრჩებით სტერატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში“,-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „შედგა საუბარი პრემიერთან, კოალიციის ლიდერ ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან. საუბარი იყო ძალიან საქმიანი, უკიდურესად კეთილგანწყობილი და ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ „რესპუბლიკური პარტია“, პარტია „ქართული ოცნება“ ვრჩებით სტერატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში და მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისათვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით შედგა. პრემიერ-მინისტრი კოალიციაში, "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მხარეებს მოუწოდა სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)