|
2025-01-10 13:44:10, 1623 ნახვა
სპორტი
„ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „პარი სენ-ჟერმენს“, შესაძლოა, „ნიუკასლი“ და „ჩელსი“ შეუერთდნენ
„ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „პარი სენ-ჟერმენს“, შესაძლოა, „ნიუკასლი“ და „ჩელსი“ შეუერთდნენ – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს. „პსჟ-ის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ამ ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების შანსი აქვს, რადგან „ნაპოლიმ“ მის ტრანსფერთან დაკვშირებით პოზიცია შეარბილა. იტალიური მედიის მიერ დასახელებული ფასი (70-დან 90 მილიონ ევრომდე) ფრანგული კლუბისთვის ხელმისაწვდომია, მით უმეტეს მაშინ, თუ ისინი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის შემთხვევაში სახელფასო ბიუჯეტს გამოანთავისუფლებენ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ქართველის ტრანსფერზე „პარი სენ-ჟერმენს“ კონკურენცია ინგლისის პრემიერლიგის გუნდებმა გაუწიონ – ცოტა ხნის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ გარემარბით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იყო დაინტერესებული, ახლა კი ბრძოლაში, შესაძლოა, „ნიუკასლი“ და „ჩელსიც“ ჩაერთონ“, – წერს „ეკიპი“.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)