15:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 21:13:21, 423 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრა დაიწყო

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა  და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან შეხვედრას თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე ესწრებიან.

„რესპუბლიკური პარტიის" წევრები შენობაში უკანა შესასვლელიდან შევიდნენ. შესაბამისად, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პრემიერ-მინისტრი "რესპუბლიკელებს" დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით ხვდება.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, პრემიერის შეფასებით, მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ;

"წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics