|
2025-01-10 12:03:59, 629 ნახვა
ეკონომიკა
,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე - ვითხოვთ, ფქვილზე დაწესებული გადასახადი შეჩერდეს, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს და არ გაიზარდოს
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ფქვილზე იმპორტის გადასახადი მოხსნას მოითხოვენ. როგორც დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს საშუალებას მისცემს მათ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. „ ვითხოვთ, რომ ფქვილზე დაწესებული დროებითი გადასახადი შეჩერდეს და პურის მწარმოებლებს საშუალება ჰქონდეთ, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. შედეგად, პურის ფასი არ გაიზრდება. ეს იქნება იმის საშუალება, რომ ჩვენ ხელმისაწვდომობა გვქონდეს ფქვილზე, რითაც შესაძლებელია ფასი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა დოლიძემ. მისი განმარტებით, ჯერჯერობით, მაღაზიებში პურის ფასი არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ ფქვილზე ფასებმა მოიმატა. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შევინარჩუნოთ. მოლოდინის რეჟიმში ვართ. ალბათ, სამინისტროსთან კომუნიკაცია შედგება, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და ალბათ, დასკვნებს გამოვიტანთ იმიტომ, რომ აქ არის როგორც მეხორბლეთა, ასევე, ფქვილის მწარმოებელთა და მცხობლების ინტერესები“, - განაცხადა დოლიძემ. როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი არ მოიხსნება, შესაძლოა, პურის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდოს. „საუბარია 10-15 თეთრზე. თუ შევადარებთ მეზობელ ქვეყნებს და მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ იმ სტაბილიზაციას, რასაც პურის ცხობა ჰქვია“,- განაცხადა დოლიძემ. მისივე თქმით, პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 52 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღეს 53 და 54 ლარი ღირს. „წლის ბოლოს შეინიშნა ფქვილზე ფასების მატება. ჩვენ გვქონდა ერთგვარი შეთანხმება, რომ ფასი შენარჩუნდებოდა და ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 52 ლარი იქნებოდა, მაგრამ როგორც დავინახეთ ფქვილის ფასი იმ ზღვარს გასცდა, რომელშიც ჩვენი კალკულაცია ეტეოდა. ფქვილის გარდა არის ის გამოწვევები, რომელიც თანამედროვე პურის მწარმოებლებს გააჩნიათ. ამან ერთგვარად ცოტა შეგვაწუხა იმიტომ, რომ დისტრიბუციის საკითხები იყო გართულებული. დისტრიბუტორების მუშაობა გადატვირთულ ქალაქში ძალიან რთული იყო. მათი პრეტენზიები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი ჯარიმების გამო, ქარხნებმა ეკონომიკური დარტყმა მიიღეს. გარდა ამისა, გამოწვევები იყო მუშახელის ხელფასები იმიტომ, რომ 3 - ცვლიანი სამუშაო და ცხელი გარემოა. საჭირო გახდა რაღაც ღონისძიებებო მიგვეღო, რადგან ეს ადამიანები ხელფასების მომატებას ითხოვენ“, - განაცხადა დოლიძემ.
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
Bloomberg: ბრიტანელების ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს ევროკავშირში დაბრუნებას
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)