05:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 15:11:02, 386 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - დღევანდელი უგეგმობა ქართული ოპოზიციისთვის ჩვეულებრივი გასართობია

ის, რომ ოპოზიციას გეგმა არ აქვს, დიდი ხანია, ვიცით, ჩვენგანაც ხშირად გაგიგიათ ოპოზიციის კრიტიკა იმის გამო რომ, გეგმა აქამდე იყო წარსადგენი, ქალბატონ სალომესაც ამის გაკეთება თუ უნდოდა, მანამდე, როცა ქარტიას წერდა, მაშინ უნდა ეფიქრა დოკუმენტზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიციისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რაც ახლა ხდება.

„ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ქართულ საზოგადოებას, რომ არც ქალბატონი სალომეს ნდობა შეიძლება და არც ამ ოპოზიციის. ამიტომ, ბევრად მეტი უნდა გვეფიქრა მაშინ, როდესაც ნდობას ვუცხადებდით ამ საზოგადოებას. დღევანდელი უგეგმობა და ის, რომ დამალული არიან ფრონტის წინა ხაზიდან, ქართული ოპოზიციისთვის ჩვეულებრივი გასართობია. მოგეხსენებათ, ჩვენ ამ არჩევნების შედეგად ხალხმა არ მოგვცა საკმარისი მანდატი, რათა ჩვენ ამ საქმის წინამძღოლები ვიყოთ, თორემ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა, როგორც ახლანდელი ოპოზიციის პირობებში ხდება. ამიტომ, ჩვენ ჯერჯერობით ვაკვირდებით სიტუაციას, საზოგადოებას ველაპარაკებით. გვინდა, რომ მათი რაოდენობა გავზარდოთ, თორემ, „ნაც-ქოცურ“ პოლიტიკურ პროცესს ჩვენ ვერ შევცვლით, რადგან მოსახლეობის 97%-მა ამ ბრძოლას „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის დაუჭირა მხარი. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მორჩება ხალხის არჩევანი და მერე ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, როდესაც ან საზოგადოება დაინახავს, რომ ასე გაგრძელება არასწორია, ან პოლიტიკოსები დაინახავენ საკუთარი ქმედების არასწორობას“, – განაცხადა ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics