02:00 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 15:08:41, 2651 ნახვა

სპორტი
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ ფანებს მიმართა

„ლიონის“ გულშემატკივრები გამოეხმაურნენ გიორგი მიქაუტაძის მიმართვას და „პარკ ლიონ ოლიმპიკზე“ („ლიონის“ საშინაო არენა) მდებარე საკლუბო მაღაზიაში გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მიიღეს მონაწილეობა.

საღამოზე „ლიონის“ მოთამაშეთა ავტოგრაფებიანი მაისურები გაიყიდა, შემოსული თანხა კი Femme Mère Enfant საავადმყოფოს ბავშვებს გადაეცათ. ამის გამო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ლიონის“ ფანებს მადლობა გადაუხადა.

„1000-ჯერ გმადლობთ მოსვლისთვის და საავადმყოფოში მყოფი ბავშვების საჩუქრებისთვის. ეს იყო კავშირის შესანიშნავი მომენტი. ძალიან მომეწონა თქვენი კეთილშობილება“, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

24 წლის თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა გუნდიდან მის წასვლასთან დაკავშირებულ ჭორებზე.

„გამოვიყენეთ დასვენება და დრო ოჯახებთან ერთად გავატარეთ. ფორმის შესანარჩუნებლად პროგრამა გვქონდა შედგენილი. ამ სეზონში ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ევროპის ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა.

რაც შეეხება სხვა გუნდში ჩემს შესაძლო გადასვლას, „ლიონში“ მხოლოდ 6 თვის წინ ჩამოვედი. ამ გუნდზე ვარ ორიენტირებული და არ ვუყურებ, ჩემზე რას ამბობენ. სატრანსფერო „ფანჯარას“ ჭორები ახასიათებს და ამაზე არ უნდა ინერვიულოთ“, – განაცხადა ქართველმა ფორვარდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics