17:57 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 14:31:50, 482 ნახვა

მსოფლიო
ლოიდ ოსტინი - რუსეთი უკრაინაში ყველა უპირატესობას არ ფლობს

რუსეთი უკრაინაში ყველა უპირატესობას არ ფლობს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა Bloomberg News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთს აქ ყველა უპირატესობა აქვს. მას გარკვეული სახის უპირატესობები აქვს, მაგრამ სრულად არ დომინირებს. თუ ის იმას მიიღებს, რაც სურს, მომავალში მას ძვირად დაუჯდება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, „გამოწვევების გარეშე არც რუსეთია“.

„მათ დახმარებისთვის, იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის და ახლა ხალხისთვის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართეს. კიევისა და მისი მოკავშირეების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა. იმავდროულად, უკრაინა თავისი შესაძლებლობების განვითარებას აგრძელებს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics