19:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 14:13:03, 334 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლის შესარჩევ კონკურსს აცხადებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. განცხადებების მიღება 10 იანვრიდან იწყება. კონკურსი შეეხება უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთი მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობას, რომელიც 2025 წლის 1 სექტემბერს თავისუფლდება. აღნიშნული თანამდებობა თავისუფლდება ნუგზარ სხირტლაძის საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.

კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს, გამოსცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

ყოფილი მოსამართლეები და იურისტები აცხადებენ, რომ ამ კონკურსის შედეგები შეიძლება სამართლებრივ და პოლიტიკურ პრობლემებს გამოიწვიოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი, აცხადებს, რომ თუ ახალი კანდიდატები არალეგიტიმურ პარლამენტში აირჩევიან, ისინი არალეგიტიმური იქნებიან და მათი საქმიანობა ვერ იქნება კანონის შესაბამისად.

"ყველა ის მოსამართლე იქნება არალეგიტიმური, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, რამეთუ, არალეგიტიმური ორგანოს მიერ იქნება არჩეული. რომც აირჩიოს "ქართული ოცნების" პირთა ჯგუფმა, რომლებიც პარლამენტში არიან მოკალათებულები, და ხელისუფლება აქვთ მითვისებული, ვის წინაშე აპირებენ ამ ადამიანებმა ფიცი დადონ? შეასრულონ თავისი სამოსამართლეო უფლება-მოსილება, როდესაც მათი არცევის საფუძველი არალეგიტიმური იქნება"- განაცხადა კოპალეიშვილი.

იურისტი კახა წიქარიშვილი კი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კონკურსის შედეგად სასამართლოში შესაძლოა კიდევ უფრო ოდიოზური ფიგურები აირჩიონ, რადგან პარლამენტში კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობა თითქმის აღარ არსებობს.

"ამ კონკურსის შედეგად, ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო ოდიოზური ფიგურები მივიღოთ, წინა ხელისუფლების დროს დავალების შემსრულებელი მოსამართლეების სახით, რომლებიც ახლა კლანის დავალებებს ასრულებენ. ვინაიდან პარლამენტში კრიტიკული კითხვის დამსმელი აღარავინ არის, კლანს იმის შიში არ აქვს, რომ კანდიდატის ლუსტრაცია მოხდება, შესაბამისად ისინი არ მოერიდებიან ყველაზე ოდიოზური ფიგურების კიდევ უფრო წინ წამოწევას.” – განაცხადა წიქარიშვილი.

ამასთან, კონკურსი ასევე შეეხება შალვა თადუმაძის თანამდებობის დაცლას, რომელიც ახლახან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ამ პროცესის ლეგიტიმურობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია და შეიძლება დამატებითი დაპირისპირებები გამოიწვიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics