|
2025-01-09 00:25:05, 455 ნახვა
პოლიტიკა
ბლინკინი - საფრანგეთმაც და აშშ-მაც დაინახეს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს. „ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსთან დაკავშირებითაც. ორივემ - საფრანგეთმაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაინახეს დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. და არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, ასევე, უკან დახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან - ააშენონ მომავალი, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან. მას შემდეგ, რაც ვნახეთ ეს უკუსვლა, მას შემდეგ, რაც ვნახეთ ხალხის მკაფიო ნების წინააღმდეგ მთავრობის ქმედებები, ვნახეთ არჩევნები, რომელმაც გააჩინა ბევრი კითხვა, ვნახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს, ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც გადავდგით ნაბიჯები.“ — განაცხადა ბლინკინმა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)