2016-03-03 15:04:02, 572 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ქუჩაში გამვლელ ქალბატონებს თაიგული და მისალოცი ბარათები დაურიგეს.
აქცია ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე გაიმართა. ქალბატონების მხიარული განწყობის შესაქმნელად მოეწყო სპეციალური ღონისძიება, რომელშიც მიმები და ანიმატორები მონაწილეობდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან