07:54 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 17:28:09, 488 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები გამკაცრდა

9 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. კომპანიის „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, რომელიც „რადიო თავისუფლების“ პროექტმა „ეხო კავკაზამ“ გაავრცელა, აბონენტებს ელექტროენერგია დღეში 6 საათის განმავლობაში გაეთიშებათ.

„შეზღუდვები დაწესებულია რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობის გამო. მიღებული ზომები მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას და ენერგოსისტემის სტაბილურ მუშაობას“, – განაცხადეს კომპანიაში.

ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული კრიზისი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დაბალ დონეს უკავშირდება. 2023 წლის 11 დეკემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდებოდა. 23 დეკემბრიდან რუსეთმა „ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო.

ახალი წლის დღეებში შეზღუდვები დროებით მოხსნილი იყო, თუმცა 9 იანვრიდან ახალი, უფრო მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე პირობებში აყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics