|
2016-03-03 14:06:17, 421 ნახვა
პოლიტიკა
"რესპუბლიკელები" დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან
"რესპუბლიკური" პარტიის წევრები დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შესახებ პარტიის პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ინფორმაცია "რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურში დაუდასტურეს. "დეტალებს ვერ გეტყვით, სად, რა დროს და რა ფორმატში გაიმართება შეხვედრა, თუმცა გიდასტურებთ, რომ დღეს პრემიერთან შეხვედრა აუცილებლად გაიმართება", - გვითხრეს პარტიის პრესცენტრში. ინფორმაციის გადამოწმება "ექსპრესნიუსმა" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურთანაც სცადა, სადაც გვითხრეს, რომ არანაირი შეხვედრა არ იყო დაგეგმილი. "არავითარი შეხვედრა არ იყო დაგეგმილი. მეც გავეცანი ინფორმაციას, რომ დღეს "რესპუბლიკელები" პრემიერს შეხვდებიან, თუმცა ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. როგორც კი დამატებითი ინფორმაცია მექნება, მაშინვე შეგატყობინებთ", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში. ცნობსითვის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. როგორც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, პრემიერის შეფასებით, მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; "წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)