|
2025-01-08 15:54:41, 413 ნახვა
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძის დედა - გამწარებულ დედებზე საშიში არავინაა, მშობლები ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე აცხადებს, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების მშობლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, თუმცა, ის ამბობს რომ მშობლებს არ ეშინიათ და შეუპოვრად იბრძოლებენ საკუთარი შვილების თავისუფლებისთვის. პროევროპული აქციების ათობით მონაწილის სისხლისსამართლებრივ დევნას გუნცაძე 1937 წლის საბჭოთა რეპრესიებს ადარებს. “ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა – მე ასე ვიღებ ამას. ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე, მშობლებზე. ფიქრობენ, რომ ამით გავტყდებით და შიგნით, ალბათ, პატიმრებზეც ძალიან ცუდად მოქმედებს, მაგრამ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ: არ გავტყდებით, არ გვეშინია. იმიტომ, რომ ჩემი შვილი და ის ბიჭები, რომლებიც იქ სხედან, იქ უფრო თავისუფლები არიან დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები, რომლებიც, როგორც 1937 წელს იყო – იჭერდნენ ყველაზე კარგებს, ყველაზე ჭკვიანებს. მე არ მაქვს ჩემს შვილზე [საუბარი], თუმცა ჩემი შვილიც ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ ეს ნათელია: დევნა მიდის ჭკუაზე, პატრიოტიზმზე. ეს არის ბოლშევიკური მეთოდი. ჩვეულებრივი ამბავია ეგ, უბრალოდ ჩვენ ვერ გამოვედით აქედან მეც და ყველას მშობელი ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას. ძალიან დიდი ძალა მაქვს მაგისი და აუცილებლად ასე მოვიქცევი გონს მოეგეთ! გონს მოეგეთ! გამწარებულ დედებზე უარესი და საშიში, არავინ არ არის”, – განაცხადა ლიკა გუნცაძემ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჭიჭინაძის საქმესთან ერთად განიხილება კიდევ 5 ადამიანის საქმე – ონისე ცხადაძე, რუსლან ცივაკოვი, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა. ყველა მათგანს ჯგუფურ დანაშალში მონაწილეობა ედება ბრალად.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)