|
2025-01-08 15:50:34, 485 ნახვა
სამართალი
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა იწყება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 10 იანვარს დაიწყებს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის შესარჩევი კანდიდატის კონკურსისთვის განაცხადების მიღებას. კონკურსის გამოცხადების განკარგულება 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს გამოსცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა. უზენაეს სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2025 წლის 1 სექტემბერს თავისუფლება, რადგან უვადო მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უფლებამოსილება შეუწყდება საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის გამო. განაცხადის შეტანა 2025 წლის 31 იანვრამდეა შესაძლებელი. მეორე ეტაპი განაცხადების გადარჩევაა, შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს შესთავაზებს, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გამო. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება ხალხმრავალი აქციები. უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობაა, უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)