07:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 12:16:06, 373 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ კონგრესმენ უილსონზე - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადების მიხედვით, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი "დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა. მათი შეფასებით, უილსონი "დეგრადირებული პოლიტიკოსია ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ".

"ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. "მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ "მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით - "სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და "დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს - ჯო უილსონს ხმარდება, რითაც "დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის "დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.

შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს" - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, აშშ-ს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონმა X-ზე დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა კონგრესში წარსადგენად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics