|
2016-03-03 13:27:42, 566 ნახვა
საზოგადოება
GWP წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ “გუდვილის“ მიმდებარედ გადაუდებელი სამუშაოები უკვე დაასრულა - მიმდინარეობს წყალმომარაგების აღდგენის პროცესი. ამის შესახებ GWP-ს განცხადებაშია აღნიშნული. „ჰიპერმარკეტ “გუდვილის” სიახლოვეს, 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე, ავარიულად დაზიანდა. მომხდარზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდა - ტექნიკურმა ბრიგადებმა მაგისტრალური მილის წყლისგან დასაცლელად სამუშაოების ჩატარება დაუყოვნებლივ დაიწყეს. ურთულესი დაზიანება მოკლე დროში იქნა ლიკვიდირებული. წყალმომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს“, - ნათქვამია GWP-ს განცხადებაში. ცნობისთვის, საბურთალოს გამგეობამ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა GWP-ს დააკისრა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)